2023-12-16 12:43:02, 1557 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს - არიან დაშავებულები
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე პროკუდინი Telegram-ზე ავრცელებს.
პროკუდინის თქმით, თავდასხმის შედეგად დაშვდა სამი ადამიანი.
"ქალაქზე თავდასხმის შედეგად 55 წლის მამაკაცმა დაზიანებები კიდურების არეში, ხოლო 51 წლის მამაკაცმა თავის არეში მიიღო. სტეპანივკას დასახლებაში სამედიცინო დაწესებულება დაზიანდა და ექიმი დაიჭრა", - წერს პროკუდინი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,