07:46 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-12 16:49:16, 1440 ნახვა

ომი უკრაინაში
ტუსკი - ვეღარ ვუსმენ პოლიტიკოსებს, რომლებიც საუბრობენ, რომ უკრაინაში ომით დაიღალნენ

ვეღარ ვუსმენ პოლიტიკოსებს, რომლებიც საუბრობენ იმაზე, რომ დაიღალნენ უკრაინაში [ომის] სიტუაციით,- ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა. 

ტუსკის თქმით, მისი მთავრობა დასავლეთისგან უკრაინის დასახმარებლად სრულ მობილიზაციას მოითხოვს.

"ვეღარ ვუსმენ პოლიტიკოსებს, რომლებიც საუბრობენ იმაზე, რომ დაიღალნენ უკრაინაში [ომის] სიტუაციით. ისინი ეუბნებიან ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ დაიღალნენ სიტუაციით...

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რა არის ომი. რომ უკრაინელები იბრძვიან რაღაც უაღრესად მნიშვნელოვანისთვის, რომ მათი ბრძოლა დაიწყო მაიდანზე, რომ ისინი იბრძვიან დასავლური სამყაროს საზოგადოებასთან შესაერთებლად. მათ სურთ, რომ უკრაინა იყოს დემოკრატიული სახელმწიფო, როგორც დასავლური ქვეყნები და ისინი ახლა ამისთვის იბრძვიან",- აცხადებს დონლდ ტუსკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics