2023-12-05 14:30:41, 1397 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს - არის მსხვერპლი
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ პროკუდინი Telegram-ზე ავრცელებს.
პროკუდინის თქმით, თავდასხმის შედეგად დაშავდა ერთი და დაიღუპა 2 ადამიანი.
"დღეს დილით რუსეთის არმიამ ხერსონის ცენტრი დაბომბა. ოკუპანტებმა 2 ადამიანი მოკლეს - 48 წლის კაცი და ქალი. ამასთან, მტრის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 59 წლის კაცი დაშავდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს", - წერს პროკუდინი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ 4 დეკემბერს, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქში, შუმენის რაიონში მდებარე საბავშვო ბაღი დაბომბეს, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი და დაშავდა 3 ადამიანი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,