06:06 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-04 16:57:54, 1033 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქში მდებარე საბავშვო ბაღი დაბომბეს - არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქში, შუმენის რაიონში მდებარე საბავშვო ბაღი დაბომბეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ხერსონის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, რომან მროჩკოს თქმით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 3 ადამიანი.

"რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხერსონის გარეუბნის დაბომბვისას 3 კაცი დაიჭრა. მათგან ორმა, 61 და 51 წლის მოქალაქეებმა ტვინის შერყევა მიიღეს.

დაშავებულებს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. მათ ჰოსპიტალიზაციაზე უარი თქვეს. მესამე, 46 წლის დაშავებული კი კლინიკაშია მოთავსებული. მას ჭრილობები მუცლის არეში აქვს მიყენებული - მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა", - განაცხადა რომან მროჩკომ.

ამასთან, როგორც ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პროკუდინმა განაცხადა, ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაზიანდა შენობის კედლები და ჩაიმსხვრა მინები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics