2023-11-28 18:52:28, 1219 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსებმა სუმის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც დაიღუპა 3 პირი, მათ შორის ერთი ბავშვია
რუსებმა სუმის რეგიონში ქალაქი სერედინა-ბუდა დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაბომბვის შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის ბავშვი.
"რუსებმა იერიში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე საზენიტო რაკეტებით მიიტანეს, თავდასხმის შედეგად დაინგრა სულ მცირე ხუთი კერძო სახლი", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,