|
2023-11-27 17:31:23, 1413 ნახვა
ომი უკრაინაში
სირსკი - რუსეთი საბრძოლო მოქმედებებში „ვაგნერის“ ყოფილ მებრძოლებს იყენებს
რუსეთი საბრძოლო მოქმედებებში "ვაგნერის" ყოფილ მებრძოლებს იყენებს, - აღნიშნულის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურმა, გენერალ-პოლკოვნიკმა, ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა. მისი თქმით, რუსი ოკუპანტები ყოფილ "ვაგნერელებს" ძირითადად კუპიანსკის მიმართულებით იყენებენ. "კუპიანსკის მიმართულებით თავდაცვისთვის რუსეთი, ყოფილი პატიმრებს იყენებს. გარდა ამისა, უკრაინის პოზიციებზე თავდასხმისთვის ფიქსირდება ყოფილი "ვაგნერელების" გამოყენება, რომლებიც ასევე უერთდებიან თავდასხმებს, თუმცა წარმატებას ვერ აღწევენ", - განაცხადა სირსკიმ. მისივე თქმით, ბრძოლები გრძელდება ხარკოვის რეგიონში, ივანოვკასთან და სინკოვკასთან. "ლიმანის მიმართულებით, სერეაბრინსკის ტყის მიდამოში მტერი შეტევას ცდილობს. ამავდროულად, აქტიურად იყენებს ბომბდამშენებს, მოიერიშე თვითმფრინავებსა და ვერტმფრენებს", - დასძინა სირსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)