2023-11-21 09:26:07, 1834 ნახვა
ომი უკრაინაში
სირსკი - ბახმუტთან მძიმე ბრძოლები გრძელდება
ბახმუტთან მძიმე ბრძოლები გრძელდება, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურმა, გენერალ-პოლკოვნიკმა, ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა.
სირსკის თქმით, ოკუპანტები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს კუპიანსკი-ლიმანის მიმართულებით და აქვთ მცდელობა, რომ უკრაინელი დამცველები კლეშჩიევკას რაიონში მდებარე პოზიციებიდან განდევნონ.
"ბახმუტთან მძიმე ბრძოლები გრძელდება. ოკუპანტები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს. მტერი ცდილობს უკრაინელი დამცველების განდევნას კლეშჩიევკას რაიონში მდებარე პოზიციებიდან.
თავდაცვის ძალები აკავებენ ხაზს და დიდ ზარალს აყენებენ რუსულ ჯარს როგორც ტექნიკით, ასევე ცოცხალი ძალით", - განაცხადა სირსკიმ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,