14:21 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-20 17:21:01, 1365 ნახვა

ომი უკრაინაში
იაპონია უკრაინას ეკონომიკის აღსადგენად 160 მილიონ ევროს გადასცემს

იაპონია აპირებს, უკრაინას ეკონომიკური განახლების პროექტების მხარდასაჭერად, დამატებით 160 მილიონი ევრო გამოუყოს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.

უკრაინის მთავრობის მეთაური იაპონიის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრ კიოტო ცუჯის, ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის სახელმწიფო მინისტრ კაზუჩიკა ივატასა და იაპონური ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.

შმიგალმა აღნიშნა, რომ იაპონიის გამოცდილება ომის შემდგომ უკრაინის ეკონომიკური აღდგენისთვის, შესაძლოა, სასარგებლო იყოს.

"მადლობელი ვარ იაპონიის დელეგაციის დღევანდელი მისიისთვის, რომელიც კიდევ უფრო წაახალისებს იაპონურ კომპანიებს, მონაწილეობა მიიღონ უკრაინის ეკონომიკის აღდგენაში", - განაცხადა შმიგალმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics