19:10 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-11 13:46:59, 1499 ნახვა

ომი უკრაინაში
მედია - რუსეთმა კიევის მიმართულებით „ისკანდერის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

რუსეთმა დილით კიევის მიმართულებით „ისკანდერის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ამის შესახებ კიევის საქალაქო ადმინისტრაციის უფროსმა, სერგეი პოპკომ განაცხადა.

როგორც პოპკო აღნიშნავს, რაკეტამ კიევამდე ვერ მიაღწია, რადგან საჰერო თავდაცვის ძალებმა ის დედაქალაქის მისადგომებთან გაანადგურეს.

აფეთქების ტალღამ ხუთი კერძო სახლი დააზიანა, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

„52-დღიანი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მტერმა კიევზე სარაკეტო თავდასხმები განაახლა! რაკეტამ კიევამდე ვერ მიაღწია, საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა ის დედაქალაქის მისადგომებთან გაანადგურეს“, - განაცხადა პოპკომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics