07:07 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-01 16:57:48, 786 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით B2B აგროფორუმი გაიმართა

აგრო წარმოების მხარდაჭერის და აგროსექტორის გაძლიერების მიზნით, საქართველს ბანკმა, USAID-ის სოფლის მეურნების პროგრამასთან და EFSE Entrepreneurship Academy-სთან ერთად, 31 ოქტომბერს B2B აგროფორუმი გამართა.

B2B აგროფორუმის მიზანი ქართველი მეწარმეებისთვის ექპორტზე გასვლის ხელშეწყობა გახლდათ და მის ფარგლებში, მოწვეული სტუმრებისთვის, პრეზენტაციები, პანელური დისკუსიები და საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.

აგროფორუმში მონაწილეობა 50 - მდე მეწარმემ მიიღო, რომლებმაც სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში წარადგინეს საკუთარი პროდუქცია.  ფორუმს 200 - მდე სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის  საკონსულტაციო კომპანიები Galt & Taggart, EuroMonitor, EDA,Globalize, AGRIMNT, Spag Group,Agritrade Solutions,  SST Sensors & Smart Technologies  და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც პროდუქტის წარმოებიდან ექსპორტამდე არიან ჩართული პროცესში.

„საქართველოს ბანკისთვის“ აგროსექტორი ერთ - ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და ჩვენს პორტფელში მნიშვნელოვანი წილი უკავია.  ქართული პროდუქციის ექპორტზე გასვლის ხელშეწყობისა და ახალი შესაძლებლობების გაჩენის მიზნით, ჩვენ არაერთი პროექტის ინიციატორები და მხარდამჭერები ვყოფილვართ და B2B აგროფორუმიც ამის დასტურია. ფორუმის ფარგლებში მეწარმეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ახალ ბიზნეს პარტნიორებს შეხვედროდნენ და დაემყარებინათ სტრატეგიული პარტნიორობა, რათა უფრო მეტად განავითარონ საკუთარი ბიზნესი.  ჩვენ აქტიურ რეჟიმში ვუჭერთ მხარს სოფლის მეურნეობის გაძლიერებას და ვაგრძელებთ მსგავსი პროექტების განხორციელებას, რადგან მიგვაჩნია, რომ ძლიერი აგროსექტორი ქვეყნის განვითარების საწინდარია“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics