09:18 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-19 11:04:51, 1009 ნახვა

ეკონომიკა
სოფლის განვითარების სააგენტოსა და USAID-ის მხარდაჭერით, თელავის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი ახალი საწარმო ამოქმედდა

​სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე და USAID-ის ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორი მიშელ კოშიელსკი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში, კაკლის შემნახველ-გადამმუშავებელ საწარმოში იმყოფებოდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ კაკლის შემნახველ-გადამმუშავებელ საწარმო „ჯივიენში“, ერთდროულად, 300 ტონა კაკლის შენახვა-გადამუშავებაა შესაძლებელი. კომპანია სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. საწარმოში, ჯამურად, დაახლოებით 2 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა; მათ შორის, USAID-ის გრანტი 75,000 აშშ დოლარი, ხოლო სახელმწიფო თანადაფინანსება - 500,000 ლარია. საწარმოში 10 ადგილობრივია დასაქმებული.

„კომპანია „ჯივიენი“ არის კარგი მაგალითი, როდესაც დონორის დაფინანსება და სახელმწიფო კონტრიბუცია ერთობლივად იქნა გამოყენებული ახალი საწარმოს შექმნისთვის“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, დავით წითლიძემ.

„ჩვენ გავხსენით საწარმო, რომელიც დაეხმარება ქართულ კაკალს ექსპორტზე გავიდეს ევროკავშირის მაღალი ღირებულების ბაზრებზე. ეს არის ამერიკისა და საქართველოს მთავრობებსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის კარგი მაგალითი. ეს არის მაგალითი, თუ როგორ ეხმარება ამერიკა, ამერიკის მთავრობა სოფლის მეურნეობის სექტორის გაძლიერებას”, - აღნიშნა USAID-ის ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორმა, მიშელ კოშიელსკიმ.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით, სოფლის განვითარების სააგენტოს გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში, ჯამში, 232 საწარმოა თანადაფინანსებული; სახელმწიფო გრანტის ოდენობამ 112 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics