2023-09-29 22:01:29, 1344 ნახვა
ომი უკრაინაში
დანილოვი - უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლების კონცეფციას ავითარებს
უკრაინის ხელისუფლება რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორიის გათავისუფლების კონცეფციას ავითარებს, - ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.
დანილოვის თქმით, მთავარსარდლის შეხვედრაზე უკრაინის გათავისუფლების გეგმა განიხილეს.
"შემიძლია პატარა საიდუმლო გავამჟღავნო. მთავარსარდლის შტაბის ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უნდა გვქონდეს იმის წარმოდგენა, როგორ გავათავისუფლებთ მთელ ჩვენს ტერიტორიას, მთელ ჩვენს ქვეყანას, როგორ გამოიყურება ეს და რა არის ამისათვის საჭირო", - აღნიშნა უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,