2023-09-22 23:46:27, 1273 ნახვა
ომი უკრაინაში
NBC - ბაიდენმა ზელენსკის დაუდასტურა, რომ უკრაინას ATACMS-ის ტიპის რაკეტებს გადასცემენ
ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში შეხვედრის დროს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დაუდასტურა, რომ ვაშინგტონი კიევს მცირე რაოდენობით შორ მანძილზე მოქმედ ATACMS-ის ტიპის რაკეტებს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეკომპანია NBC ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, ამის შესახებ მათ ინფორმაცია სამმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა და კონგრესის ერთმა თანამშრომელმა მიაწოდა.
ჯერჯერობით უცნობია თუ როდის მიიღებს უკრაინა შეიარაღებას და როდის გახდება ეს ინფორმაცია საჯარო.
ცნობისთვის, უკრაინის ხელისუფლება თვეების განმავლობაში ითხოვს ATACAMS-ის ტიპის რაკეტების გადაცემას. ამ რაკეტების მოქმედების რადიუსი დაახლოებით 300 კილომეტრია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,