2023-09-21 22:36:45, 1347 ნახვა
ომი უკრაინაში
სენატის უმცირესობის ლიდერი - აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არა ქველმოქმედება, არამედ ამერიკის ინტერესებში ინვესტიციაა
აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არა ქველმოქმედება, არამედ ამერიკის ინტერესებში ინვესტიციაა, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის უმცირესობის ლიდერმა, მიტჩ მაკკონელმა განაცხადა.
მაკკონელის თქმით, რუსეთის სამხედრო ძალის დეგრადირება აშშ-ის მთავარი სტრატეგიული მოწინააღმდეგის, ჩინეთის შეკავებას უწყობს ხელს.
"ამერიკის მხარდაჭერა უკრაინისადმი ქველმოქმედება არ არის. ეს არის ინვესტიცია ჩვენი უშუალო ინტერესებისთვის. რუსეთის სამხედრო ძალის დეგრადირება ხელს უწყობს აშშ-ის მთავარი სტრატეგიული მოწინააღმდეგის, ჩინეთის შეკავებას", - დასძინა მაკკონელმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,