2023-09-13 23:18:13, 1381 ნახვა
ომი უკრაინაში
ჩეხეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელი - დასავლეთი უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის უნდა მოემზადოს
დასავლეთი უნდა მოემზადოს უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის და გაუმკლავდეს სულ უფრო მტრულად განწყობილ რუსეთს ომის დასრულების შემდეგაც კი, - ამის შესახებ ჩეხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა, კარელ რჟეჰკამ განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებმა უკრაინის მხარდაჭერა დიდი ხნით გააგრძელონ.
„საერთო ჯამში, ვფიქრობ, ამჟამად არ არსებობს შესაძლებლობა, რომ რომელიმე მხარემ მიაღწიოს დეკლარირებულ მიზნებს უახლოეს მომავალში.
ომი არ გაგრძელდება რამდენიმე კვირა, ის დიდხანს გაგრძელდება, ალბათ. და მნიშვნელოვანია, რომ უკრაინელების მხარდაჭერა დიდი ხნით გავაგრძელოთ“, - განაცხადა კარელ რჟეჰკამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,