17:29 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-09 11:24:33, 1031 ნახვა

ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - რომის პაპს პრორუსული პოზიცია აქვს, ის შუამავლის როლს ვერ შეასრულებს

აზრი არ აქვს საუბარს რომის პაპზე, როგორც შუამავალზე, თუ მას აშკარად პრორუსული პოზიცია აქვს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

როგორც პოდოლიაკი აღნიშნავს, რომის პაპის "პრორუსული პოიზცია ნეგატიურად აისახება ომზე".

„ეს არის წმინდა საყდრის რეპუტაციის განულება. აზრი არ აქვს საუბარს რომის პაპზე, როგორც შუამავალზე, თუ მას აშკარად პრორუსული პოზიცია აქვს. ეს პირველად არ მომხდარა, თუმცა ჩვენ ისე ვიქცეოდით, თითქოს ამას ვერ ვამჩნევდით, მაგრამ ახლა ნათელია, რომ ეს ადამიანი პრორუსულ პოზიციას იკავებს. შესაბამისად, ეს ნეგატიურად აისახება ომზე“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

ცნობისთვის, 25 აგვისტოს, რომის პაპმა სანქტ-პეტერბურგში კათოლიკე ახალგაზრდობის დღის მონაწილეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: "არასოდეს დაივიწყოთ მემკვიდრეობა. თქვენ ხართ დიდი რუსეთის შთამომავლები - წმინდანთა დიდი რუსეთი, პეტრე პირველის, ეკატერინე მეორეს დიდი რუსეთი, იმ იმპერიის, რომელიც იყო დიდი, განათლებული, დიდი კულტურის მქონე. არასოდეს თქვათ უარი ამ მემკვიდრეობაზე. თქვენ ხართ დიდი დედა რუსეთის შთამომავლები".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics