2023-09-06 16:40:50, 1372 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა კონსტანტინოვკას ცენტრალური ბაზარი დაბომბეს - არიან დაღუპულები და დაშავებულები [ვიდეო]
რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში, კონსტანტინოვკას ცენტრალური ბაზარი დაბომბეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, თავდასხმის დროს ოკუპანტებმა С-300-ის ტიპის რაკეტები გამოიყენეს.
მედიის ცნობითვე, დაზიანდა 20 მაღაზია, ელექტროგადამცემი ხაზები, ადმინისტრაციული შენობა და საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართული და მსუბუქი ავტომობილები.
ამასთან, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს ცნობით, თავდასხმის შედეგად დაშავდა 44 და დაიღუპა 16 ადამიანი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,