2023-09-02 10:45:42, 1804 ნახვა
ომი უკრაინაში
Reuters - აშშ უკრაინას ურანის შემცველ საბრძოლო მასალას პირველად გადასცემს
აშშ უკრაინას ურანის შემცველ საბრძოლო მასალას პირველად გადასცემს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, აღნიშნული საბრძოლო მასალა უკრაინისთვის განკუთვნილი სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის ნაწილია, რომელსაც აშშ, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გამოაცხადებს.
გამოცემის ცნობითვე, საბრძოლო მასალის გამოყენება, რომელსაც აშშ უკრაინას პირველად გადასცემს, Abrams-ის ტიპის ამერიკულ ტანკიდანაა შესაძლებელი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,