2023-08-28 10:18:39, 1214 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა პოლტავის ოლქი დაბომბეს - არიან დაღუპულები და დაშავებულები
რუსმა ოკუპანტებმა პოლტავის ოლქი დაბომბეს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პოლტავის ოლქის გუბერნატორი დმიტრო ლუნინი ავრცელებს.
მისი თქმით, თავდასხმა სამრეწველო ობიექტზე მოხდა, რის შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 2 ადამიანი.
"მტრის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ორი მოქალაქე მცირე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. კიდევ ორი ადამიანის ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია",- წერს ლუნინი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,