2023-08-26 15:41:44, 1182 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიერ გატაცებული კიდევ 11 ბავშვი სამშობლოში დააბრუნა
უკრაინამ რუსეთის მიერ გატაცებული კიდევ 11 ბავშვი სამშობლოში დააბრუნა - ინფორმაციას Save Ukraine-ის ხელმძღვანელი მიკოლა კულება ავრცელებს.
როგორც ის აღნიშნავს, გუნდმა რუსეთიდან და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯამში 161 ბავშვის დაბრუნება შეძლო.
ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებში რეინტეგრაციის მინისტრი ირინა ვერეშჩუკი აცხადებს, რომ რუსმა დამპყრობლებმა ქვეყნიდან, ამ დრომდე ჯამში 20 000-მდე ბავშვი გაიტაცეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,