2023-08-25 14:50:35, 1123 ნახვა
ომი უკრაინაში
ბუდანოვი - რუსეთი კიდევ 450 000 ადამიანის მობილიზებას განიხილავს
რუსეთს მობილიზაცია არ შეუწყვეტია და ამჟამად, დამატებით 450 000 ადამიანის გაწვევის შესაძლებლობას განიხილავს,- ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.
მისი თქმით, 2022 წლის ოქტომბერში რუსეთმა 350 000 ადამიანი გაიწვია და ყოველთვიურად 20 000-დან 22 000-მდე ადამიანს იწვევს.
"ახლა განიხილავენ ვარიანტს, საკითხი ჯერ არ არის ბოლომდე გადაწყვეტილი, რომ დამატებით 450 000 ადამიანი გაიწვიონ. ამას სხვა კითხვასთან მივყავართ: თუ რუსეთის არმიას დიდი დანაკარგები არ აქვს, მაშინ რა საჭიროა ამ მასშტაბის გაწვევა",- განაცხადა ბუდანოვმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,