2023-08-23 09:36:58, 1304 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონში საბავშვო ბაღი და საცხოვრებელი შენობები დაბომბეს - არიან დაშავებულები
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ხერსონის ოლქის ხელმძღვანელი ალექსანდრ პროკუდინი ავრცელებს.
პროკუდინის თქმით, ოკუპანტებმა ორი ბომბი საბავშვო ბაღსა და საცხოვრებელ შენობებში ჩამოაგდეს. რის შედეგადაც დაშავდა 6 ადამიანი.
"რუსეთის არმიამ ხერსონზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. დაახლოებით დილის ოთხ საათზე რუსმა სამხედროებმა საბავშვო ბაღსა და საცხოვრებელ შენობებში ორი ბომბი ჩამოაგდეს. დაბომბვის შედეგად გაჩნდა ხანძარი, რომელიც მეხანძრე-მაშველებმა დროულად ჩააქრეს. დაშავდა ექვსი ადამიანი. 22 წლის მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, დანარჩენებს კი ექიმებმა ადგილზე მკურნალობდნენ",- წერს პროკუდინი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,