2023-08-19 13:22:35, 1285 ნახვა
ომი უკრაინაში
პროკუდინი - რუსებმა ხერსონის ოლქი 63-ჯერ დაბომბეს - დაიღუპა 1 და დაშავდა 10 ადამიანი
გასული 24 საათის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქი 63-ჯერ დაბომბეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ხერსონის ოლქის ხელმძღვანელი ალექსანდრ პროკუდინი ავრცელებს.
პროკუდინის თქმით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 1 ადამიანი, 10 კი დაშავდა.
"ხერსონის ოლქზე რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში, მტერმა რეგიონზე 63 შეტევა განახორციელა ნაღმტყორცნებიდან, არტილერიიდან, ტანკებიდან, გრადებიდან და თვითმფრინავებიდან. ოკუპანტებმა ქალაქ ხერსონს 15 ჭურვი ესროლეს.
რუსი სამხედროები რეგიონის დასახლებების საცხოვრებელ ადგილებში შევიდნენ. ხერსონის ოლქში დაზიანებულია მაღაზია, საწარმოს ტერიტორია, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები და ეკლესია",- განაცხადა პროკუდინმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,