14:19 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-09 16:10:19, 2517 ნახვა

სპეციალური ანონსი
ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის საახალწლო ფესტივალი გაიმართება

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 10 და 11 დეკემბერს შოკოლადის საახალწლო ფესტივალი გაიმართება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოში წარმოებული ხელნაკეთი შოკოლადების მრავალფეროვნება, საახალწლო ხელნაკეთი ნივთები და თემატური დეკორაციები.

ფესტივალი „ბასტი-ბუბუს“ კონცერტით და მაკნატუნას ფორმებში გამოწყობილი დრამერების შოუთი გაიხსნება. დამთვალიერებლებს მთელი დღის განმავლობაში, სანტა, სპეციალურად მოწყობილი საახალწლო ფოტოდეკორაცია და ბევრი გათამაშება დახვდებათ. ღონისძიებას მუსიკალურად DJ გააფორმებს. დამთვალიერებლები ორივე დღის განმავლობაში „ქუჩის თეატრის“ წარმოდგენასაც იხილავენ.

ფესტივალზე შეგეძლებათ „მასტერ შეფის“ ფინალისტის, კონდიტერი ნიკუშა მანაგაძის შოკოლადიანი ჩურჩხელებისა და საახალწლო თათარას მასტერკლასს დაესწროთ. ღონისძიების ფარგლებში, ბავშვებისთვის ბოტანიკური ბაღის ეკოსაგანმანათლებლო საახალწლო აქტივობები ჩატარდება.  

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის ფესტივალი მეოთხედ გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას შოკოლადის 15-მდე კომპანია მიიღებს. მათ შორის, დამწყები სტარტაპერები და ყველასთვის კარგად ნაცნობი შოკოლადის მწარმოებელი კომპანიები.  
 
შოკოლადის საახალწლო ფესტივალი 13:00-დან 20:00 საათამდე გაგრძელდება. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics