16:29 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-14 00:01:23, 1500 ნახვა

სამხედრო
რა იარაღს გადასცემს აშშ უკრაინას - ჩამონათვალი

ახალი დეტალები ჩნდება იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა იარაღს გაუგზავნის აშშ უკრაინას პრეზიდენტი ჯო ბაიდენის მიერ გამოცხადებული ახალი 800 მილიონი დოლარის პაკეტის ფარგლებში.

პენტაგონის ცნობით, კიევი მიიღებს Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების ახალ პარტიებს, კამიკაძეების დრონებს, ასევე:

11 Mi-17 ვერტმფრენი, რომლებიც ადრე ავღანეთში უნდა გაგზავნილიყო (ასეთი გეგმები ჰქონდა ვაშინგტონს მანამ, სანამ თალიბები ამ ქვეყანაში ძალაუფლებას დაიკავებდნენ).
18 155 მმ ჰაუბიცა;
საზენიტო და საარტილერიო რადარები;
200 M113 ჯავშანტრანსპორტიორი;
100 Humvee საბრძოლო ჯიპები;
ქიმიური, ბიოლოგიური და რადიაციული შეტევებისგან დაცვის აღჭურვილობა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა უკრაინისთვის დამატებითი 800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის მიწოდების შესახებ, ამგვარად, თეთრი სახლი უკრაინას 2,4 მილიარდ დოლარზე მეტ იარაღს გამოყოფს.

ახალი პაკეტი, ბაიდენის თქმით, მოიცავს "ბევრ ეფექტურ იარაღს", რომელიც ადრე გადაეცა უკრაინულ ძალებს, ისევე როგორც ახალ საშუალებებს, რომლებიც საჭიროა ახალი "რუსეთის ფართო შეტევის აღმოსავლეთ უკრაინაში" მომზადების ფონზე.

„ეს ახალი აქტივები მოიცავს საარტილერიო სისტემებს, საარტილერიო ჭურვებს, ჯავშანტრანსპორტიორებს. მე ასევე დავამტკიცე ვერტმფრენების გადაცემა“, - განაცხადა ბაიდენმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აქედან არ გავალთ,- ოჯახები, რომლებსაც საკუთრებას ჩამოართმევენ
ყველაზე მასშტაბური გუნდური ოლიმპიადა საქართველოში - როგორია საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM ოლიმპიადა
2025 წელს საქართველო წმინდა კრედიტორი გახდა; ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ზეგავლენის მორიგი განახლება
პროკურატურამ ბურჭულაძეს, მის ყოფილ მოადგილეს და ცოლის ძმას საპროცესო არ გაუფორმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics