16:30 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-12 03:02:50, 1938 ნახვა

სამხედრო
არსებული ინფორმაციით, ოკუპანტებმა მარიუპოლში მომწამვლელი ნივთიერება გამოიყენეს

უკრაინული მედია აზოვის ბატალიონზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დაახლოებით, საღამოს 10:00 საათისთვის რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ მარიუპოლში უპილოტო საფრენი აპარატით უკრაინელი სამხედროებისა და სამოქალაქო პირების წინააღმდეგ უცნობი წარმომავლობის მომწამვლელი ნივთიერება გამოიყენეს. 
InformNapalm იუწყება, რომ შესაძლოა გამოყენებულიყო ზარინი. "აზოვის" მეთაურის ანდრეი ბელინსკის განცხადებით, თავდასხმის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი. ამ დროისთვის სხვა მონაცემები მას არ გააჩნია.
"მარიუპოლზე ქიმიური თავდასხმა მხოლოდ ერთს ნიშნავს: რუსებს მარიუპოლი და უკრაინელი დამცველები ვერ აიღებენ. და მათ სხვა გზა არ აქვთ, გარდა იმისა, რომ გამოიყენონ აკრძალული იარაღი. ეს არ არის ძალის ჩვენება - ეს სისუსტეა - აცხადებს, ანდრეი ბილეცკი.
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ სერიოზულად უნდა მოეკიდოს რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობას მარიუპოლის ალყის დროს.

" დღეს, დამპყრობლების მხრიდან გაკეთდა ახალი განცხადება, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ამზადებენ ტერორის ახალ ეტაპს უკრაინისა და ჩვენი დამცველების წინააღმდეგ. ოკუპანტების ერთ-ერთმა პირმა თქვა, რომ მათ შეეძლოთ ქიმიური იარაღის გამოყენება მარიუპოლის დამცველების წინააღმდეგ. ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად ვუყურებთ." -განაცხადა ზელენსკიმ.
აღსანიშნავია, რომ პუტინმა უკრაინის ომის ახალი მეთაური ალექსანდრე დვორნიკოვი დანიშნა.

ეს გენერალი რამდენიმე წლის განმავლობაში მეთაურობდა რუსეთის ჯარებს სირიაში, სადაც გამოიყენებოდა ქიმიური იარაღი და იყო უამრავი მსხვერპლი მშვიდობიანი მოსახლეობაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აქედან არ გავალთ,- ოჯახები, რომლებსაც საკუთრებას ჩამოართმევენ
ყველაზე მასშტაბური გუნდური ოლიმპიადა საქართველოში - როგორია საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM ოლიმპიადა
2025 წელს საქართველო წმინდა კრედიტორი გახდა; ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ზეგავლენის მორიგი განახლება
პროკურატურამ ბურჭულაძეს, მის ყოფილ მოადგილეს და ცოლის ძმას საპროცესო არ გაუფორმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics