04:27 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-09 23:38:49, 1183 ნახვა

სამხედრო
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო - მტერმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა ბოროდიანკასა და მაკაროვის მიდამოებში

ბოროდიანკასა და მაკაროვის დასახლებების მიდამოებში მტერმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევითი ოპერაციების დროს.
ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური Facebook-ზე ავრცელებს.

„თავდაცვის ძალები აგრძელებენ თავდაცვის ოპერაციას სამხრეთ, აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ოპერაციულ ზონებში. აღმოსავლეთში უკრაინის დამცველები მტერს აკავებენ ერთდროულად სამ ოპერატიულ ზონაში - დონეცკში, სლობოჟანსკის და ტავრიაში. ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით თავდაცვის ძალების ჯგუფების ნაწილი ბელორუსის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარს ფარავს. თავდაცვითი ოპერაცია პოლესიეს და ვოლინის ოპერაციულ ოლქებში გრძელდება. ბოროდიანკასა და მაკაროვის დასახლებების მიდამოებში მტერმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევითი ოპერაციების დროს. ქალაქ ჩერნიგოვს აქვს სტაბილური თავდაცვა“, - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულია, რომ კიევის თავდაცვის ძალების დაჯგუფებას გარკვეული საზღვრები აქვს.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსი სამხედრო დამნაშავეებმა რაკეტები და ბომბები ესროლეს მარიუპოლის სამშობიარო და ბავშვთა საავადმყოფოს.

„რუსი ოკუპანტები დემორალიზებულები არიან, რუსეთის შეიარაღებული ძალების ფსიქოლოგიური მდგომარეობა სწრაფად უარესდება. ამავდროულად, რუსეთის შეიარაღებული ძალების საინფორმაციო ბრძოლის ქვედანაყოფები ამზადებენ ფსიქოლოგიურ ქმედებებს, რათა ძირი გამოუთხარონ ადგილზე უკრაინის სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ ნდობას“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

არსებული ინფორმაციით, 2022 წლის 8 მარტს, ბელორუსის რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში ჩატარდა შიდა ანონიმური გამოკითხვა რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მზაობის შესახებ. შედეგები აჩვენებს, რომ პერსონალის დიდი უმრავლესობა არ არის მზად უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის მისაღებად.

როგორც ცნობილია, მარიუპოლში რუსული ავიაციის რეიდის დროს გაანადგურეს სამშობიარო საავადმყოფო ქალაქის ცენტრში, საავადმყოფო, ბავშვთა და თერაპიული განყოფილებები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics