14:17 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-04 21:21:58, 4263 ნახვა

სპეციალური ანონსი
ეკონომიკის სამინისტრო - „აწარმოე უკრაინისთვის" კამპანიის ფარგლებში გასაგზავნი პირველი ტვირთი უკვე მზად არის

ფართომასშტაბიანი კამპანიის „აწარმოე უკრაინისთვის"  ფარგლებში, ჰუმანიტარული დახმარების პირველი ტვირთი უკრაინაში გასაგზავნად უკვე მზად არის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო იუწყება.

„კომპანიების მიერ მოწოდებული პროდუქცია შეიფუთა და სატვირთო მანქანებში ჩატვირთულია. პირველი ტვირთი ამ დღეებში გაიგზავნება. ეს არის პირველადი საჭიროების პროდუქტები,  მედიკამენტები, ბავშვთა კვება, ბავშვთა ტანსაცმელი და სხვა საჭირო პროდუქცია.  დიდი მადლობა ქართულ კომპანიებს ასეთი აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის", - აღნიშნა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა.

კამპანია „აწარმოე უკრაინისთვის", რომელიც მთავრობის ინიაციატივით სააგენტომ „აწარმოე საქართველოში" უკრაინელი ხალხის დასახმარებლად რამდენიმე დღის წინ დაიწყო, გრძელდება. სურვილის შემთხვევაში კომპანიებმა უნდა შეავსონ ფორმა: https://bit.ly/3hnb8oL.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში კი დარეკონ ნომერზე - 1525.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics