13:49 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-11 15:01:44, 2388 ნახვა

სამხედრო
შსს–ს დანაყოფები „დიდგორი 2021”-ის საშტაბო და საველე კომპონენტებში მონაწილეობენ

უწყებათაშორისი სწავლება „დიდგორი 2021", საომარ და კრიზისულ სიტუაციაში სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციის გაღრმავებისა და ურთიერთქმედების დახვეწას ემსახურება, აქტიურ ფაზაშია.

სწავლებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს 200-მდე წარმომადგენლები როგორც საშტაბო, ისე საველე კომპონენტებში მონაწილეობს.

სწავლების აქტიურ ფაზაში საველე კომპონენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ავიაციისა და სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალებთან კოორდინაციით გაათამაშეს.

ოპერაციას სწავლების იმიტირებული გენერალური შტაბი საჯარისო ცენტრში განთავსებული მართვის პუნქტიდან აკვირდებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი დანაყოფის - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს, სწავლების ფარგლებში, საშტაბო ნაწილში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ. სამსახურის სამოქალაქო უსაფრთხოების და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტების წარმომადგენლები კრიზისების მართვის უწყებათაშორისი ოპერატიული ცენტრის ორგანიზების და მუშაობის პროცესში არიან ჩართულები. სწავლებაში სულ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 10 თანამშრომელი იღებს მონაწილეობას, რომლებიც 5 დღის განმავლობაში სამხედრო ბაზაზე, თანამედროვე, ნატოს სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ სივრცეში იმუშავებენ.

სწავლება წელს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით ტარდება, რომლის დაგეგმვისა და აღსრულების პროცესს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობს. სწავლების განმავლობაში სასწავლო აუდიტორიას მოუწევს ჰიბრიდულ გამოწვევებთან, მოწინააღმდეგის საინფორმაციო ზეგავლენის ოპერაციებთან და დეზინფორმაციასთან გამკლავება. წელს სწავლებაში პირველად იქნება გამოყენებული ახალი სიმულაციური სისტემები VBS3 (ვირტუალური ბრძოლის ველი), რომელიც საშუალებას აძლევს საწვრთნელ ქვედანაყოფსა და სწავლების მაკონტროლებელ ჯგუფს სწავლებაში მიმდინარე მოვლენები რეალურ დროში აკონტროლონ და საერთო ოპერატიულ სურათზე გამოსახონ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics