14:43 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-22 15:45:12, 1038 ნახვა

სამხედრო
ჯუანშერ ბურჭულაძე - სამხედროების დაფასების პოლიტიკა გრძელდება

„პრემიერის მხარდაჭერით, დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომელშიც სახელმწიფო აიღებს ვალდებულებას, ყველა სამხედრო წოდების მაიორს და უფრო მაღალი წოდების მქონე პირს, გადასცეს ბინა და საკანონმდებლო დონეზე მივცეთ გარანტია ანაზღაურების გარანტირებულად ზრდასთან დაკავშირებით,“ - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის უწყების სამოქმედო გეგმა 2020-2030-ის წარდგენისას განაცხადა.

როგორც უწყების ხელმძღვანელმა განმარტა, სამხედრო მოსამსახურეების დაფასების მიზნით გაიზარდა ხელფასები, გაძლიერდა სამხედროების კვებითი, ჯანდაცვის, განათლების, საბინაო, აღჭურვილობის და სხვა მიმართულებები. ჯუანშერ ბურჭულაძემ მახათას მთაზე მიმდინარე ბინების მშენებლობის პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯარის ქალაქის - „Army City“-ის მშენებლობა 2022 წლის ბოლომდე დასრულდება, სადაც 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იცხოვრებს.

„ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენი ჯარისკაცები აღჭურვილნი არიან ყველაზე თანამედროვე საშუალებებით. ვამაყობთ, რომ ჩვენს ჯარისკაცებს აცვიათ ისეთი ხარისხიანი ფორმა, რომელსაც ნატრულობს ბევრი ევროპული ქვეყანა. ვამაყობთ, რომ ჩვენი ჯარისკაცები და მათი ოჯახის წევრები, სარგებლობენ დაზღვევის საუკეთესო პირობებით. ჩვენს ჯარისკაცებს აქვთ საუკეთესო კვება და ცხოვრობენ უმაღლესი ხარისხის ინფრასტრუქტურაში.ჩვენი ჯარის მზადყოფნის, თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებისა და დაფასების პოლიტიკა მომავალში მოგვცემს მოტივირებულ და მაღალბრძოლისუნარიან ჯარს, რომელიც ეფექტურად გაუმკლავდება ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics