01:00 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-16 11:39:30, 1250 ნახვა

სამხედრო
საქართველოში ესპანეთის სამეფოს თავდაცვის ახალ ატაშესთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი საქართველოში ესპანეთის სამეფოს თავდაცვის ატაშეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლელა ჩიქოვანმა პოლკოვნიკ ანხელ სევილანო კეიპო დე ლიანოს სამხედრო ატაშეს პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ესპანეთს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

,,ლელა ჩიქოვანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი ნატოსა და ევროკავშირის წევრობაა და ამ კონტექსტით მან ყურადღება თავდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე გაამახვილა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ასევე შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს. მინისტრის მოადგილემ ავღანეთიდან ქართველი სამშვიდობოების გამოყვანისა და მომავალში სტრატეგიულ პარტნიორებთან ქართველი სამხედროების თანამშრომლობის გეგმებზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია საქართველოს ნატოს ოპერაციებში ნატოელ პარტნიორებთან ერთად მონაწილეობის გაგრძელება მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით და „მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში“ სტრატეგიის იმპლემენტაცია.

ლელა ჩიქოვანმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების საქმეში, ასევე ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) შესაძლებლობების განვითარებაში ესპანეთის წვლილი ხაზგასმით აღნიშნა. ყურადღება გამახვილდა თავდაცვის სფეროში საქართველოსა და ესპანეთს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე. განსაკუთრებით აღინიშნა სამხედრო განათლების კუთხით არსებული პროექტები. პოლკოვნიკმა ანხელ სევილიანო კეიპო დე ლიანომ პოლკოვნიკი სესარ გუტიერეს დე ლა კამარა გასული წლის აგვისტოდან შეცვალა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics