03:38 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-09 13:23:33, 906 ნახვა

სამხედრო
რეინჯერების დღე მუხროვანის ბაზაზე აღინიშნა

რეინჯერების 12 წლის იუბილე მუხროვანის სამხედრო ბაზაზე ოფიციალური ღონისძიებით აღინიშნა. პროფესიული დღე რეინჯერთა პირად შემადგენლობას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცა და ყურადღება რეინჯერების ქვედანაყოფის მნიშვნელობაზე გაამახვილა. ღონისძიების ფარგლებში 56-მა წვევამდელმა ფიცი დადო და დღეიდან თავდაცვის ძალების რიგებს შეუერთდნენ. სპეციალური ოპერაციების ძალების პირად შემადგენლობას სერტიფიკატები, მედლები და საშტატო იარაღი გადაეცა.

ღონისძიება იარაღისა და აღჭურვილობის გამოფენით გაგრძელდა. რეინჯერების დღე მუხროვანის ბაზის სასროლეთზე საჩვენებელი ტაქტიკური სწავლებით დასრულდა. რეინჯერთა ასეულის პირადმა შემადგენლობამ საბრძოლო ვაზნებითა და ჯავშანმანქანა „დიდგორის“ გამოყენებით რეიდი განახორციელა, სადაც კოორდინირებული ცეცხლით მოწინააღმდეგე გაანადგურა.

სწავლებას თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

სპეციალური ოპერაციების ძალებში 2019 წლის 10 იანვარს ჩატარებული ოპტიმიზაციის შედეგად რეინჯერთა ბატალიონისგან ჩამოყალიბდა ორი რეინჯერთა ასეული, რომლებიც რეგიონალური პრინციპით გადანაწილდა სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების დასავლეთ და აღმოსავლეთ ბატალიონებში. სამომავლოდ დაგეგმილია რეინჯერთა ქვედანაყოფის ბატალიონის დონეზე გაზრდა და განლაგება როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ მიმართულებაზე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics