02:20 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-01 17:05:05, 1378 ნახვა

სამხედრო
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, REGI Base Foundation და REGI Base Georgia-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ჩეხურ ფონდს - REGI Base Foundation და REGI Base Georgia-ს შორის თანამშრომლობისა და მხარდაჭერის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანი დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების, ვეტერანების სრული სამედიცინო და სარეაბილიტაციო დახმარება, ასევე სპეციალისტებს შორის გამოცდილების გაზიარებაა.

ურთიერთთანამშრომლობის შესახებ დოკუმენტს ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა, REGI Base Foundation-ის ხელმძღვანელმა - ჰინეკ ჩეხმა და REGI Base Georgia-ს ხელმძღვანელმა - მიხეილ ტარახჩევმა წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში მოაწერეს.

დღესვე, თანამშრომლობის დოკუმენტი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, REGI Base Foundation და REGI Base Georgia-ს შორისაც გაფორმდა, რომელსაც ხელი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ მოაწერა.

პირველ ეტაპზე თანამშრომლობის განვითარების მიზნით, ასევე ჩეხეთში რეაბილიტაციის გასავლელად დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე და ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის ბენეფიციარი გაემგზავრებიან.

REGI Base Foundation სარეაბილიტაციო მომსახურებით უზრუნველყოფს ომის ვეტერანებს, პოლიციელებს, მეხანძრეებსა და მათი ოჯახის წევრებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

სასტუმროს ტიპის სარეაბილიტაციო ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, პროფესიონალი ექიმებით, ფიზიოთერაპევტებით, ოკუპაციური თერაპევტებითა და მასაჟისტებით.

გარდა ამისა, ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს საზოგადოებაში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისა და ვეტერანების შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხითაც.

ჩეხური დელეგაციის წევრებს სარეაბილიტაციო ცენტრი თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დაათვალიერებინეს და საკუთარი საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.

თანამშრომლობის ფარგლებში, სამომავლოდ საქართველოში უახლესი რობოტიზირებული ტექნოლოგიებისა და დიაგნოსტიკის უახლესი მეთოდების მქონე კლინიკის აშენება იგეგმება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics