01:33 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-07 12:17:50, 1521 ნახვა

სამხედრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლატვიის სეიმის სპიკერს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ლატვიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტს განაგრძობს. ვიზიტის ფარგლებში უწყების წარმომადგენლებმა ლატვიის საკანონმდებლო ორგანოში გამართეს შეხვედრა.

თავდაცვის დელეგაციის წევრებს ლატვიის სეიმის სპიკერმა ინარა მურნიეცემ უმასპინძლა. თავდაცვის მინისტრმა ლატვიის მხარეს პოლიტიკური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული მტკიცე პარტნიორობა და განსაკუთრებული მეგობრობა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და პრინციპებს ემყარება. მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მისწრაფებებს. მინისტრმა აღნიშნა, რომ ნატოში გაწევრიანება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მიზნის მისაღწევად ქვეყანა ალიანსთან თანამშრომლობის ყველა მექანიზმს იყენებს. მხარეებმა ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. ქართულმა მხარემ ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში (EUMM) ლატვიის წვლილი ხაზგასმით აღნიშნა.

საუბრის ერთ-ერთი თემა იყო რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურა და ამ კუთხით ნატოს მნიშვნელოვანი როლი. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესს, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებით განხორციელებას, თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და ქართველი სამხედროების მონაწილეობას ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში.

ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი უკვე შეხვდა ლატვიელ კოლეგას. დაგეგმილია შეხვედრები ლატვიის პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრის ხელმძღვანელთან.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics