2021-01-30 14:20:28, 2401 ნახვა
სამხედრო
აშშ-ის საზღვაო ძალებმა შავ ზღვაში წარმომადგენლობა გაზარდა
აშშ-ის საზღვაო ძალები, შავ ზღვაში მესამე სახმედრო ხომალდს გზავნის. საზღვაო ძალების განცხადებაში ნათქვამია, რომ ნაღმოსანი „USS Porter“ შავ ზღვაში 28 იანვარს შევიდა, შუერთდა ნაღმოსან “USS Donald Cook”-ს და საწვავით შეავსო “USNS Laramie.”
ონლაინ გამოცემა „Breaking Defense” წერს, რომ ეს შავ ზღვაში, ბოლო სამი წლის განმავლობაში, აშშ-ის საზღვაო ძალების ყველაზე დიდი წარმომადგენლობაა.
„პირველად, ბოლო სამი წლის განმავლობაში, საზღვაო ძალებმა შავ ზღვაში სამი ხომალდი გაგზავნა - მათ შორის ორი ნაღმოსანი. რუსეთის პოლიტიკის შესახებ, პრეზიდენტ ბაიდენის, ვლადიმირ პუტინთან გამართული სატელეფონო საუბრიდან რამდენიმე დღის შემდეგ“- წერს გამოცემა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,