03:03 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-01 01:13:25, 532 ნახვა

ირაკლი კობახიძე - „ქართულმა ოცნებამ“ ავღანეთის ორ უბანზე სრული უპირატესობით მოიგო

„ქართულმა ოცნებამ“ ავღანეთის ორ უბანზე სრული უპირატესობით მოიგო“,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ქართული ჯარის ნდობა მნიშნელოვანი და ემოციურია.

„ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის თაობაზე თითქოს ძალიან დიდი უპირატესობით მოიგო ოპოზიციამ ავღანეთის უბნებზე, მაშინ როდესაც ჯერ რეალურად არჩევნები ჩატარებული არ იყო.

ჩვენ გვინდა გაგაცნოთ ამ უბნების მონაცემები. პირველი ეს არის აზარი შარიფის უბანი, სადაც "ქართულმა ოცნებამ" აიღო 111 ხმა, რაც არის 84,7%. რაც შეეხება მეორე ბაზას, ეს არის ბაგრამი ქაბულის ბაზა, აქ აიღო "ქართულმა ოცნებამ" 697 ხმა, რაც არის 93%.

ეს არის ქართველი ჯარისკაცების მიერ საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოცხადებული ძალიან მნიშვნელოვანი ნდობა, რაც არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ამავდროულად ემოციურიც.

მადლობას ვუხდით ქართველ ჯარისკაცებს ამ გამოცხადებული ნდობისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics