08:44 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-12 14:18:05, 17589 ნახვა

ომი უკრაინაში
საუბნო საარჩევნო კომისიების კონკურსებში მონაწილე 3 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

საუბნო საარჩევნო კომისიების კონკურსებში მონაწილე 3 კონკურსანტს კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ განცხადებას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ერთეული კონკურსანტების ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად რაიმე სახის საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს.

„საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა კონკურსი სანიტარულ-ჰიგიენური წესების სრული დაცვით წარიმართა. საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბნო საარჩევნო კომისიების კონკურსებში მონაწილე 3 კონკურსანტს დაუდასტურდა კოვიდ ინფექცია; თუმცაღა საარჩევნო ადმინისტრაცია იმდენად მკაცრად იცავს დადგენილ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს, რომ ერთეული კონკურსანტების ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად რაიმე სახის საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს.

5-9 სექტემბერს მიმდინარეობდა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის მსურველ კანდიდატთა კონკურსისთვის რეგისტრაციის პროცესი. 73 საარჩევნო ოლქის 3 657 უბანზე არსებულ 21 942 ვაკანტურ ადგილზე საბუთები 25 000-ზე მეტმა მონაწილემ წარმოადგინა. განცხადებების მიღება მიმდინარეობდა როგორც ადგილზე საოლქო საარჩევნო კომისიაში, ისე ელექტრონულად. უშუალოდ შენობაში საბუთების წარდგენისას მკაცრად იყო დაცული რეკომენდაციის სახით გაცემული ყველა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმა და ცესკოს დადგენილებით გაწერილი მოთხოვნები, მათ შორის თერმოსკრინინგი, დისტანცია, რა თქმა უნდა, პირბადის გამოყენება და დეზობარიერები. ამასთან დადგენილებით ასევე მოთხოვნილია სამუშაო სივრცეების სადეზინფექციო საშუალებებით დასუფთავება და დღეში რამდენჯერმე ბუნებრივი ვენტილაცია. ადგილზე, კონკურსში მონაწილეობის მსურველის მიერ საბუთების წარდგენის პერიოდი არ აღემატებოდა 15 წუთს.

საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებს ამ ეტაპზე არანაირი სიმპტომები არ აქვთ და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ საქმიანობას. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მათგანს აღენიშნება სიმპტომები საარჩევნო ადმინისტრაცია მიიღებს შესაბამის ზომებს“, - აღნიშნულია ცესკოს განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics