2020-09-11 11:44:52, 14419 ნახვა
ომი უკრაინაში
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 28 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 28 მილიონს გადააჭარბა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯონ ჰოკლინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ამ დრომდე მსოფლიოში ინფიცირებულია 28 174 590 ადამიანი, აქედან ბოლო 24 საათში გამოვლინდა 96 ათასზე მეტი შემთხვევა.
კოვიდ19-ით მსოფლიოში სულ გარდაიცვალა 909 679 პაციენტი.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან