11:34 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-08 14:14:43, 15209 ნახვა

ომი უკრაინაში
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ძმას და გარემოს ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ძმას და გარემოს ზედამხედველობის სამსახურის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, რუსუდან შავიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მინისტრის ძმას კორონავირუსი განმეორებითი ტესტირებისას დაუდგინდა.

„რაც შეეხება აჭარის ჯანდაცვის მინისტრს ნინო ნიჟარაძეს, რომლის ძმაც არის ინფიცირებული, მას არანაირი შეხება არ ჰქონია მინისტრს მისი სამსახურეობრივი დაკავებულობიდან გამომდინარე. მინისტრის ძმა თავდაპირველად კვლევაში იყო და უარყოფითი დაფიქსირდა და განმეორებითი კვლევით კი დაუდასტურდა და ისიც არის სტაციონარში. ინფიცირებულ პედაგოგთან დაკავშირებით კი, სწავლის პროცესი არ არის დაწყებული, თუმცა მას კოლეგებთან შეხება ჰქონდა და ტესტირება მოხდა თანამშრომლების. გუშინ საკეისრო კვეთა გაუკეთდა ინფიცირებულ ქალს - დედაც და შვილიც თავს კარგად გრძნობს. აჭარაში, სტაციონარში მძიმე პაციენტი არ არის. გარემოს ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელიც არის ინფიცირებული. კარვებსა და პოლიკლინიკებიდან ლაბორატორიაში 1000 ტესტია შესული გამოსაკვლევად“, - განაცხადა რუსუდან შავიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics