2020-09-07 11:06:14, 7657 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 6 „დონას“ კლასტერია, რვას აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 6 „დონას“ კლასტერია, ერთი მედპერსონალია, ორის ინფიცირების წყარო კი უცნობია, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისი თქმით, 34 ახალი შემთხვევიდან 15 პაციენტი ინფიცირებულთან კონტაქტია, 8-ს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს, ორი შემთხვევა კი, შემოტანილია.
„დაგვემატა 34 ახალი შემთხვევა. დღევანდელი მონაცემით გვაქვს 1684 ინფიცირებული. ახალი შემთხვევებიდან 6 არის „დონას“ კლასტერიდან, 15 პაციენტი ინფიცირებულთან კონტაქტია. 8 პაციენტს აქვს აჭარაში მოგზაურობის ისტორია. ერთი გახლავთ სამედიცინო პერსონალი, ორი შემოტანილი შემთხვევაა და ორი ინფიცირების წყარო უცნობია, მიმდინარეობს კვლევა.
ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 342 პაციენტი მკურნალობს“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან