2020-09-06 13:57:22, 13467 ნახვა
ომი უკრაინაში
გამყრელიძე - დიდი ალბათობით, ჩვენ ე.წ. ტელევიზიის კლასტერი არ გვექნება
„დიდი ალბათობით, ჩვენ ე.წ. ტელევიზიის კლასტერი არ გვექნება“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსი აჭარის ტელევიზიის მხოლოდ ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა.
„აჭარის ტელევიზიაში აქტიურად მუშაობს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური. კარგია, რომ ყველა გამოკვლეული, გარდა ერთი შემთხვევისა, უარყოფითია, მაგრამ მათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაკვირვება სჭირდებათ. დიდი ალბათობით, ჩვენ ე.წ. ტელევიზიის კლასტერი არ გვექნება, მაგრამ ეპიდემიოლოგებს თვითიზოლაციაში გადაჰყავთ, ვინც საჭიროა“, – განაცხადა გამყრელიძემ.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი თანამშრომლის COVID-19-ით ინფიცირების გამო არხმა მაუწყებლობა 5 სექტემბერს შეწყვიტა.
როგორც ტელევიზიაში განაცხადეს, არხზე საქართველოს პირველი არხის ტრანსლირება მოხდება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,