2020-09-05 12:06:04, 13525 ნახვა
ომი უკრაინაში
აჭარის ტელევიზიის წარმომადგენელი - მაუწყებლის ინფიცირებული თანამშრომელი ჟურნალისტი არაა
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, ფირუზ ბოლქვაძის განცხადებით, მაუწყებლის ინფიცირებული თანამშრომელი ჟურნალისტი არაა.
მისივე თქმით, მაუწყებლის თანამშრომლები ამ დრომდე ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.
„ინფიცირებული არ არი ჟურნალისტი შესაბამისად საინფორმაციო ჟურნალისტები არ მიეკუთვნებიან რისკ ჯგუფს. მაგრამ თუ კიდევ დადასტურდება შემთხვევა მოგვიწევს პროტოკოლების გათვალისწინება. მაუწყებლის თანამშრომლები ამ დრომდე ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას“, - განაცხადა ბოლქვაძემ.
ცნობისთვის, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან