2020-09-01 11:38:07, 15231 ნახვა
ომი უკრაინაში
კოვიდ19-ის 23 ახალი შემთხვევიდან 14 ინფიცირებულთან კონტაქტია, 8 შემოტანილია, ხოლო ერთის ინფიცირების წყაროს უცნობია
კოვიდ19-ის 23 ახალი შემთხვევიდან 14 ინფიცირებულთან კონტაქტია, 8 შემოტანილია, ხოლო ერთის ინფიცირების წყაროს უცნობია, - ამის შესახებ თბილისის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისი თქმით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 13-ით გაიზარდა.
„დაგვემატა 23 დადასტურებული შემთხვევა და ამჟამად არის 1510. 23 პაციენტიდან 14-ის წყარო არის კონტაქტი ინფიცირებულ პაციენტებთან, რვა შემთხვევა შემოტანილია, აქედან ხუთი სატვირთო ავტომბილის მძღოლია. ერთ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდკვლევა, კონტაქტების მოძიება წყაროს დადგენის თვალსაზრისით“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან