2020-08-31 15:27:01, 14845 ნახვა
ომი უკრაინაში
კობახიძე - კოვიდ19-ით ინფიცირებული „ქართული ოცნების“ წევრის გამო, შტაბის მუშაობა განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული
კოვიდ19-ით ინფიცირებული „ქართული ოცნების“ წევრის გამო, შტაბის მუშაობა განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისის თქმით, შტაბის მუშაობის სტანდარტულ რეჟიმს უახლოეს მომავალში დაუბრუნდება.
„პარტიის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუფიქსირდა კორონავირუსი. მიღებულია ყველა ზომა რაც პროტოკოლითაა გათვალისწინებული ჩატარდა სრული დეზინფექცია ოფისში და განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული შტაბის მუშაობა. უახლოეს მომავალში დავუბრუნდებით მუშაობის სტანდარტულ რეჟიმს“, - განაცხადა კობახიძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან