14:21 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-28 16:08:50, 19667 ნახვა

ომი უკრაინაში
ბორის ჯონსონი - ევროპის ზოგიერთ ნაწილში კორონავირუსის მეორე ტალღის ნიშნებია

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, ევროპის ზოგიერთ ნაწილში კორონავირუსის მეორე ტალღის ნიშნებია, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ჯონსონმა გაამართლა მთავრობის გადაწყვტილება, დიდ ბრიტანეთში შესული ესპანეთის მოქალაქეებისთვის დაწესებული შეზღუდვების შესახებ.

„ის, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, არის სწრაფი და გადამწყვეტი მოქმედება. ეს ეხება იმ ქვეყნებს, სადაც ვფიქრობთ, რომ რისკები კვლავ იზრდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვტილებით, ქვეყანაში შესული ესპანეთის მოქალაქეები სავალდებულო კარანტინს გაივლიან. აღნიშნულ განაწვეტილებას უკვე გამოეხმაურა ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი და გადაწყვეტილებას „უსამართლო“ უწოდა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics