17:58 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-09 13:36:36, 10232 ნახვა

სპორტი
საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი რუსეთის არმიის გუნდში - ბედნიერი ვარ, რომ ევროპალიგის მოქმედ ჩემპიონებს შემოვუერთდი

საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია რუსეთის არმიის გუნდში, მოსკოვის „ცსკ“-აში გადავიდა.

კალათბურთელმა რუსულ გუნდთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

„ცსკ“-ა შენგელიას გადასვლას „ტვიტერზე“ ქართულად გამოეხმაურა - „გელოდებით მოსკოვში“.

თორნიკე შენგელიამ აღნიშნულ ტრანსფერზე განაცხადა, რომ იმედი აქვს ქართველი ხალხი ამ ცვლილებას გაგებით მოეკიდება.

"იმედი მაქვს, რომ ჩემი ქვეყნის და ხალხის დამოკიდებულებაც ჩემ მიმართ არ შეიცვლება. ჩემს პატრიოტიზმზე და სიყვარულზე სამშობლოს მიმართ, რამე ახსნა-განმარტებების დაწყება, ცოტა უცნაურად მიმაჩნია, სიმართლე გითხრათ", - განაცხადა შენგელიამ.

ამ წუთებში საქართველოს საკალათბურთო ფედერაციის პოზიცია უცნობია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი "ჩემი რეგიონი - ჩემი ბანკნოტი" დასრულდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics