09:37 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-17 11:21:03, 16358 ნახვა

ომი უკრაინაში
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 28 პაციენტი მკურნალობს, ერთი მძიმე პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 2 ახალი პაციენტი მკურნალობს, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ორივე მათგანი შემოტანილი შემთხვევაა, ერთი რუსეთიდან, მეორე კი სომხეთიდან.

„შვიდივე გამოჯანმრთელებული ჩვენი ცენტრიდანაა და გუშინ შვიდივემ დატოვა კლინიკა. დღეს გვყავს 28 კოვიდ დადასტურებული პაციენტი და 2 ახალი შემთხვევა მკურნალობს ჩვენთან. ორივე არის შემოტანილი შემთხვევა, ერთი რუსეთიდან, მეორე - სომხეთიდან. მათი მდგომარეობა რუტინული კვლევებით და არსებული მონაცემებით ჯერჯერობით საშუალო სიმძიმისაა. ჩვენ გვყავს 1 მძიმე ავადმყოფი, რომლის მდგომარეობა უკვე მკვეთრად გაუმჯობესებულია, თუმცა ჯერ როგორც მძიმე პაციენტს ისე განვიხილავთ. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.   





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Bloomberg: ბუდანოვს პატივს სცემენ აშშ-სა და რუსეთში
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics