2020-06-13 12:41:35, 17591 ნახვა
ომი უკრაინაში
საგარეჯოში მცხოვრებ მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა
საგარეჯოში მცხოვრებ მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ექიმთან კონსულტაციაზე იმყოფებოდა, რა დროსაც მედიკოსებმა საეჭვო სიმპტომების მიზეზით „პისიარ“ ტესტი ჩაუტარეს, რომელმაც covid-19-ზე დადებითი შედეგი აჩვენა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელი ნელი ხიზანიშვილი ადასტურებს.
ხიზანიშვილის ინფორმაციით, წყარო ამ დრომდე დაუდგენელია, თუმცა მოძიებულია 18 კონტაქტი და ყველა მათგანი გადაყვანილია საკარანტინო ზონაში.
ინციფირებული კაცი თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,