|
2020-06-12 17:22:53, 6929 ნახვა
სამხედრო
ქართული ჯარის ნატოს სტანდარტებით ეკიპირება წარმატებით ხორციელდება
საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას, ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება კიდევ ერთ მნიშვნელოვან ინიციატივაზე, უმაღლესი ხარისხის, ნატოს სტანდარტების ეკიპირების უზრუნველყოფაზე გაამახვილა და ხარისხიანი ეკიპირება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დაასახელა. „თავდაცვის ძალების 29 წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად, სამხედროები გერმანული წარმოების, „ლოვასა“ და „ჰაიქსის“ მიერ დამზადებული ზამთრისა და ზაფხულის სამხედრო ფეხსაცმელით სრულად იქნებიან უზრუნველყოფილნი. პროცესი უკვე დაწყებულია და თვის ბოლოს დასრულდება, ხოლო საშემოდგომო და ზამთრის ფეხსაცმელები სექტემბერში შემოვა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. თავდაცვის მინისტრმა პროდუქციის დაბალ ფასად შესყიდვა წარმატებულ მოლაპარაკებებსა და კონტრაქტის, შუამავლების გარეშე, პირდაპირ მწარმოებლებთან გაფორმებას დაუკავშირა. ირაკლი ღარიბაშვილმა დეპუტატებს ჯარში უნიფორმების სტანდარტის შეცვლისა და ერთობლივი საწარმოს ჩამოყალიბების მიზნით, საქართველოში მოქმედ ფაბრიკასთან აქტიურად მუშაობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა: „აქტიურად ვმუშაობთ, „დელტა“ მუშაობს საქართველოში მოქმედ ფაბრიკასთან. ეს კომპანია მაღალი დონის ბრენდებს უწევს მომსახურებას. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის მიერ საწარმოს აქტივებისა და ფინანსური მდგომარეობის შესწავლა. ჩვენი საბოლოო გეგმაა, რომ საწარმომ ქართული წარმოების, მაღალი ხარისხის უნიფორმა, სამხედრო ყოველდღიური, სააღლუმო და ფორმები გამოუშვას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, დღეს ქართველ ჯარისკაცებს მაღალი ხარისხის ქსოვილისგან დამზადებული და ცვეთაგამძლე უნიფორმა აცვიათ, სწორედ იმ ხარისხის, რომლითაც უზრუნველყოფილია ნატოს წევრი ქვეყნების, მათ შორის აშშ-ის ჯარი.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)