2020-05-26 19:43:14, 11397 ნახვა
ომი უკრაინაში
ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთში კორონავირუსის გავრცელების პიკმა გადაიარა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ქვეყანაში კოვიდ19-ის გავრცელების პიკმა გადაიარა. აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან შეხვედრის დროს განაცხადა.
რუსული მედიის ინფორმაციით, პუტინმა სერგეი შოიგუს პანდემიის დროს სხვა ქვეყნებისთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
ბოლო დღე-ღამეში რუსეთში კორონავირუსით 174 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო მონაცემებით, რუსეთში კოვიდ19-ის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებული არის 362 342 შემთხვევა, აქედან გარდაცვლილთა რაოდენობა 3 807-ს შეადგენს.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან